სიახლეები: Modern City - დიღომი, საცხოვრებელი კომპლექსი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით
ას

26 ოქტომბერი 2023

Modern City - დიღომი, საცხოვრებელი კომპლექსი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით

სამშენებლო კომპანია „მოდერნ სითი“ მრავალი წელია ოპერირებს ბაზარზე უძრავი ქონების მიმართულებით და როგორც თბილისში, ისე მის შემოგარენში არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია საქმის პროფესიონალებით და უძრავ ქონებაში მუშაობის დიდი გამოცდილებით.

კომპანიის მიერ შესრულებული პროექტები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, მოსახერხებელი ლოკაციით, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურით და მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტებით.

Modern City - დიღმის პროექტი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია რომელიც ოლიმპიური აუზისა და ამერიკის საელჩოს მიმდებარედ, კ. გოგიაშვილის ქუჩაზე მშვიდ და მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს.

Modern City - დიღომი ქალაქის ქაოსისგან მოშორებით და თან ძალიან ახლოს ქალაქთან, ქმნის მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას, სადაც ნაფიქრია როგორც უფროსებზე, ისე ოჯახის პატარა წევრებზეც.

კომპლექსი 10000 კვ.მ-ზე ვითარდება და სამი 13-სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება. თითოეული მათგანი შენდება უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით.კომპლექსში ტერიტორიის დიდი ნაწილი ეთმობა რეკრეაციასა და კეთილმოწყობილ ეზოს, სადაც განთავსდება საბავშვო გასართობი სივრცეები;

• სპორტული მოედანი;
• ღია საცურაო აუზი როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის;
• მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.

პროექტის ადგილმდებარეობა მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, კომპლექსის გარშემო მდებარეობს უნივერსიტეტები, კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრი, აფთიაქები, საავადმყოფოები, ოლიმპიური ქალაქი, ასტრაპარკი.

Modern City - დიღომში ბინები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით, რომლებიც ენერგოეფექტური, ადაპტირებული და აღჭურვილი იქნება სახანძრო სისტემებით.

ბინები მორგებულია სხვადასხვა საჭიროებებზე და საინტერესოა როგორც საცხოვრებლად ისე საინვესტიციოდ ვინაიდან, უძრავი ქონების ბაზარი თბილისში ძალიან სწრაფად ვითარდება მოდერნ სითის დიღმის ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა იძლევა პოზიტიურ პროგნოზს როგორც გასაქირავებელი, ისე გასაყიდი ფასის გრძელვადიან ზრდასთან დაკავშირებით.

შეიძინე ბინა და აქციე იგი მუდმივი შემოსავლის წყაროდ. დააბანდე და უზრუნველყავი საკუთარი მომავალი.



კონტაქტი

ტელ: 032 215 12 51
ელ. ფოსტა: sales@moderncity.ge
მისამართი: ალ. ყაზბეგის 70. თბილისი