10 მაისი 2023
მალე თბილისს ახალი, პრემიუმ კლასის, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო MODERN CITY - ლისი შეემატება, რომელიც გამორჩეულია როგორც ადგილმდებარეობით, ისე საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციით.
MODERN CITY - ლისი, ლისის ტბიდან რამდენიმე მეტრში, 14,000 კვ.მ -ზე ვითარდება და ოთხ საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს.
დაცული და გამწვანებული ეზო, საბავშვო და გასართობი ინფრასტრუქტურა, ლისის ტბასთან სიახლოვე, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები, სიახლოვე ქალაქის ცენტრთან და მნიშვნელოვან სამომხმარებლო ობიექტებთან სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანისთვის საჭირო მოთხოვნებს.
MODERN CITY ლისი ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან თავისუფალი, დაბალსართულიანი
კომპლექსია, რომელიც შენდება ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის სერთიფიცირებული სამშენებლო მასალებით და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით, რა სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.
MODERN CITY ლისის მობინადრეებისთვის 1.5 კმ რადიუსში ხელმისაწვდომია ყველა საჭირო სამომხმარებლო ობიექტი: სკოლები, უნივერსიტეტები, კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, აფთიაქები, საავადმყოფოები, ღვინის მარანი, იპოდრომი და თერმული აბანოც კი.
პროექტი მიმზიდველია არა მხოლოდ საცხოვრებლად არამედ საინვესტიციოდაც, ვინაიდან უძრავი ქონების ბაზარი თბილისში და განსაკუთრებით ლისის ტბის მიმდებარედ ძალიან სწრაფად ვითარდება. მოდერნ სითი ლისის ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა კი იძლევა პოზიტიური პროგნოზს როგორც გასაქირავებელი ისე გასაყიდი ფასის გრძელვადიან ზრდასთან დაკავშირებით.
MODERN CITY ლისში წინასწარი გაყიდვები უკვე აქტიურად დაიწყო და პირველ მობინადრეებს 2025 წლიდან ველოდებით.
ჩვენ ვქმნით ადამიანის კომფორტულ ცხოვრებაზე მაქსიმალურად მორგებულ ჯანსაღ და ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს.